რეზონანსი
31.03.2023

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისათვის, რომ ყველა ვალდებულება პირნათლად შესრულდეს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 12 - პუნქტიანი გეგმის მეოთხე ნაწილი სწორედ ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერებას გულისხმობდა, რისთვისაც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა.

„შარშან, ჩვენ გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ მყისიერად დაიწყო. პარლამენტმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება პირნათლად შესრულდეს. ამ 12 პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობდა და გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმებს გაძლიერებას და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც, ის პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს, მათ შორის მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას. ბიუროს უფროსის კანდიდატები დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩა, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა. ბიუროს გააჩნია ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულებაზე ზედამხედველობისა და სათანადო რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება და ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×