რეზონანსი
29.03.2023

28 მარტს, აჭა­რა­ში ძლი­ე­რი ქა­რის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­დე­გად, ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სამი - და­შავ­და.

ქო­ბუ­ლეთ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე ქარ­მა მოგ­ლი­ჯა ხე, რო­მე­ლიც მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ცა და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა, სა­სიკ­ვდი­ლოდ და­შავ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ მისი გაჭ­რა გახ­და სა­ჭი­რო, რათა და­შა­ვე­ბუ­ლი ამო­ეყ­ვა­ნათ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 40 წლის ერ­გუ­ლი რო­მა­ნა­ძეა. რო­გორც მისი ნა­თე­სა­ვი გვე­უბ­ნე­ბა, მა­მა­კა­ცი "ტაქ­სა­ობ­და" და იმ დროს, როცა ხე და­ე­ცა, შინ ბრუნ­დე­ბო­და.

"ჩემი სიძე იყო ერ­გუ­ლი. უწე­სი­ე­რე­სი კაცი. დარ­ჩა ცოლი და სამი შვი­ლი. რო­გორც მი­თხრეს, შინ ბრუნ­დე­ბო­და, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. " - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ნა­თე­სა­ვი.

წყარო: „ambebi.ge“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×