რეზონანსი
29.03.2023

63 წლის მამაკაცმა ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეზობელ 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ადგილზე ჩასულ "კურიერს" სავარაუდო დამნაშავის მეზობლები უყვებიან, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაული ასაკოვანმა მამაკაცმა საკუთარ სახლთან ახლოს, ხის ფარდულში ჩაიდინა.

ძალადობა მოზარის მიმართ, "კურიერის" ინფორმაციით, 15 წლის გოგოს მეზობელმა შემთხვევით დაინახა და პოლიციაშიც მან დარეკა.

სამართალდამცველებმა 63 წლის მამაკაცი საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს. სწორედ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გაიგეს, დაკავებულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ.

ბრალდებულის მეუღლემ დეტალებზე ისაუბრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქმრის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა. დანაშაულის შესახებ იციან სოფელში. ადგილობრივები დეტალებზე ვერ საუბრობენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, მოზარდი დანაშაულის დღეს, საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე, ხის ფარდულში იმყოფებოდა. რამდენიმე წუთში მასთან 63 წლის მამაკაცი მივიდა და სექსუალურად იძალადა. მას შემდეგ კი რაც მეზობლის ქალმა შეამჩნია, სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი "კურიერის" ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის" , ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი და ორი სოფლის კოორდინატორია. პარტიაში გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებას ედავება. იმ შემთხვევაში, თუ შუახნის კაცს ბალი დაუმტკიცდება 11-დან15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×