რეზონანსი
29.03.2023

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებულია და თუ რაიმეა შესრულებული, იმასაც შევასრულებთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, წლებია საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი და გამოკვეთილი მიზანი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

"რა თქმა უნდა, კარგია, როცა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ამ საკითხებზე საუბრობენ, რადგან ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს აქვს პერსპექტივა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. წლის ბოლოს ველოდებით ევროპული საბჭოს შეხვედრას, სადაც იმ რეკომენდაციების შესრულება განიხილება, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ", - განაცხადა ჩიქოვანმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×