რეზონანსი
29.03.2023

რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ოჯახის დამოკიდებულებაც მიუღებელია: შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები სააკაშვილთან - ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ისინი ამას არ აკეთებენ, რაც სამწუხაროა. გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება. პატიმარს არ უნდა „ვივამედისა" და პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება. იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ სახელმწიფოს არა აქვს რესურსი, იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×