რეზონანსი
29.03.2023

პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მე რატომ მთხოვენ, რომ მივმართო, ვის უნდა მივმართო?!, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმიტომ, რომ მე არ ვიცი, ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. მე არცერთი ექიმი, მათი სახელები არ ვიცი, არავითარი კონტაქტი ამ ხალხთან არ მაქვს და არ ვიცი მე რატომ მთხოვენ, რომ მივმართო. ვის უნდა მივმართო?! ირიბი ინფორმაცია მაქვს იმიტომ, რომ მე უშუალოდ არ მაქვს ამ ხალხთან კავშირი. ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ შესაბამისი ანალიზები ჩატარდეს", - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება სტრასბურგში სარჩელის გაგზავნას, მისი თქმით, როგორც კი შევლენ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის ექიმები და დადებენ თავიანთ დასკვნას, საქმე მაშინვე წავა სტრასბურგში.

„როგორც კი შევლენ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის ექიმები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან და კარგად იციან პაციენტის მდგომარეობა, როგორც კი ისინი დადებენ თავიანთ დასკვნას, საქმე მაშინვე წავა სტრასბურგში. ახლა კიდევ მოვუტანე ახალი კარტოფილი, სალათა, კვერცხი. რა ვიცი, რასაც შეჭამს შეჭამს, რასაც ვერ - ვერ. არ ვიცი ექიმები რას და როგორ ამბობენ, ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. ჩემთვის არ არის სანდო ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ერთ წუთში ამბობენ - „არ ჭამს" და თან ამბობენ, რომ მოიმატა და რის ხარჯზე?!",- განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×