რეზონანსი
29.03.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში გადაცემულ ჯილდოს ეხმაურება.

„ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის მიერ ჯილდოს გადაცემა ადამიანის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემოქმედი, არქიტექტორი ძალადობის, არის უბრალოდ წარმოუდგენელი რამ. ძალიან დიდი შეურაცხყოფა, ძალიან დიდი ცინიზმი. ვურჩევდი, რომ თუ მაინცდამაინც უნდათ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რაიმე ჯილდო გადასცენ, გადასცენ ტირანიის შემოქმედს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×