რეზონანსი
29.03.2023

თაკო ჩარკვიანის ბრალდებას, რომ ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას და მასში ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან, ორივე ადრესატი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", – წერს ნიკა მელია .

"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე“, – წერს დეკანოიძე.

იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყოფილი პრემიერი გილაური ახალ პარტიას აყალიბებს და მასში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, "კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×