რეზონანსი
27.03.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მინდოდა, ეს ხაზგასმით მეთქვა. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×