რეზონანსი
27.03.2023

დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზეც ისაუბრა, რომელიც 9 აპრილს უნდა გაიმართოს.

„დიდი მოლოდინი ამ აქციასთან დაკავშირებით არ მაქვს, ვინაიდან ეს აქცია დაფინანსებულია კეზერაშვილის მიერ, იდეოლოგია არის ვანო მერაბიშვილის და ხელმძღვანელობს კომიკოსი ხაბეიშვილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლებას სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა, 9 აპრილს კი რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×