რეზონანსი
21.03.2023

ის რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა იკადრეს, როდესაც მე და ჩემს კოლეგებს დაგვაბრალეს რუსული გადაწყვეტილების მიღება, ეს იყო ყველაზე დიდი უზნეობა, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციას შემოუთავაზებია, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, შეცდომა იყო, რომ მოქალაქეებს კარგად არ განემარტათ რას ემსახურებოდა კანონპროექტი, თუმცა ეს არავის აძლევს ოპოზიციაში მორალურ უპირატესობას.

„შეცდომა იყო რომ ჯეროვნად არ ვისაუბრეთ მოქალაქეებთან. ის რაც ახლა გვინდა გავაკეთოთ არის ის, რომ მოქალაქეებს ავუხსნათ რა იყო რეალობაში გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის მიზანი იყო ჰიბრიდული ძალის, რბილი ძალის გამოყენების აღკვეთა.

„ამ კანონის მიღება საქართველომ გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლო და ისმის რიტორიკული კითხვა - ვინ იხეირა ამით და ვინ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი?" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×