რეზონანსი
21.03.2023

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ინიციატივამ ცხადყო, რომ საქართველოში, რამდენიმე დღის წინ საუკუნო აფერას ჰქონდა ადგილი, როდესაც ამერიკული კანონი რუსულ კანონად შეირაცხა.

მდინარაძის თქმით, საბოლოო ჯამში ამ აფერამ ფაშიზმის და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი შექმნა.

"ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, "სახალხო პარტიის" ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე დღის წინ ადგილი ჰქონდა საუკუნო აფერას. რაც საქართველოში რუსულად მონათლეს, ის ამერიკულია ევროპაში, ის ამერიკულია კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და ა.შ. ამ ქვეყანაში რაღაც კანონი არის ამერიკული, მაშინ უნდა დაფიქრდე ნებისმიერი ჩვენგანი, მოქალაქე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ როგორ მოხდა ისე, რომ ყველგან ერთი და იგივე კანონი არის ამერიკული და მხოლოდ საქართველოში მოინათლა, როგორც რუსული. ანუ ეს იყო საუკუნის თაღლითობა, რომელშიც სამწუხაროდ საქართველოს არაერთი გულწრფელი მოქალაქე გაეხვა და შეიძლება არაერთი მათგანი გულწრფელად აპროტესტებს ამ ყველაფერს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც მიზანმიმართულად თავისი აქტივისტობიდან გამომდინარე აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის ქაოსში ჩართვაში. შედეგი დადგა ის, რომ ამ საუკუნის აფერამ შვა ფაშიზმის და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×