რეზონანსი
21.03.2023

კახეთში ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა 2 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანის.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ქალი მზისა ჭუმბურიძეა.

წინასწარი ცნობით, 7 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაყვანა ესაჭიროება. ბავშვს ტრავმები თავის არეში აქვს მიღებული და ნეიროქირურგის დახმარება სჭირდება.

ახალგაზრდა ქალს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:

"მიჭირს შენზე იმიერში საუბარი. შენ ყოველთვის ცოცხალი იქნები ჩვენს გულში"

"თავზარდამცავი ამბავია ყოველდღე... გამძლეობა მისცეთს უფალმა მაგის დედას, როგორ მტკივა ამდენი ახალგაზრდის წასვლა"

წყარო: mix.metronome.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×