რეზონანსი
21.03.2023

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ინიციატივა ჯერ განხილვაში მიღებული საერთოდ არ არის, რადგან მის განხილვას ევროპარლამენტის განმარტებით, წლები სჭირდება.

დეკანოიძის თქმით, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, რუსეთის გავლენების შემცირებაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს კანონმდებლობა ჯერ არც არის განხილვაში, იმიტომ, რომ ამაზე, როგორც თვითონ ევროპარლამენტმა თქვა, წლები სჭირდება ამის განხილვას და ზოგადად ნებისმიერი ის კავშირი, რომელიც შეიძლება იყოს იმ კანონმდებლობასთან, რომელიც საქართველოში "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის შედეგია, მეტი არაფერი. ეს კანონმდებლობა, რაც ჩვენთან შემოვიდა პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ და დასავლური ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის გავლენების შემცირებაზე საუბარი, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×