რეზონანსი
21.03.2023

გაგრძელდება თუ არა მმართველ გუნდში საკადრო გადაადგილებები - ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა გარკვეული გადაადგილებები მხოლოდ გუნდის ფარგლებში იყოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ირაკლი კოვზანაძესთან დაკავშირებით განმარტა, მისი პარლამენტიდან გასვლა დაინიცირებულ კანონპროექტს არანაირი ფორმით არ უკავშირდება და კოვზანაძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.

დეპუტატები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტს ტოვებენ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილან. ამ დრომდე გაურკვეველია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილი.

"ირაკლი კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა არ უკავშირდებოდა კანონპროექტს, რომელიც დაინიცირებული იყო. მას ჰქონდა თავისი მიზეზი, მას სურს კერძო სექტორში დაბრუნება და ეს გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო. ჩვენ მის სურვილს და გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდეთ. სხვა გადაადგილებებს რაც შეეხება, შეიძლება, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადაადგილებები იყოს.

თუ იქნება, ინფორმაციას ჩვენგან მიიღებთ. რაიმე გადაადგილება თუ იქნება, ეს მხოლოდ გუნდის ფარგლებში იქნება, დღეს ვერაფერს გეტყვით. საუბარი როცა არის გუნდის ფარგლებში გადაადგილებაზე, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ორმხრივი კონსულტაციების შედეგად შეიძლება იყოს მიღებული," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება უკვე დაწერა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×