რეზონანსი
21.03.2023

ევროკავშირი გამჭვირვალობასა და დაცულობას რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინტერესებისგან ითხოვს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამ კანონის შინაარს არ ვიცნობ, ახლოს არ გავცნობილვარ, ეს ხალხი ითხოვს გამჭვირვალობასა და დაცულობას რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინტერესებისგან. ჩვენ რასაც ვაკეთებდით ეს იყო, რომ ჩვენ ვებრძოდით არა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ როგორც რუსები ებრძოდნენ თავის დროზე დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ გასაკონტროლებლად შემოვიღეთ ამერიკული კანონის მსგავსი კანონი, რომელიც ამერიკაში გამოიყენება ლობიზმის ლეგალიზაციისთვის. ჩვენ ლობიზმი საქართველოში არ დაგვილეგალიზებია", - განაცხადა ხვიჩიამ.

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

თუმცა, მანამდე საქართველოში „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი მოსმენით მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა და საბოლოოდ „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე". 10 მარტს კი პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×