რეზონანსი
21.03.2023

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულ კანონებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ, დიდ ბრიტანეთში პროცესი თითქმის ბოლომდეა მისული, არის კანადა, ავსტრალია, ანუ რუსული კანონი მოედო მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ჩემს ამ განცხადებაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ირონია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს, რამხელა ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა პირველი მოსმენით მიღებული კანონის წინააღმდეგ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულ კანონებს იღებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დასავლურ სივრცეში არის დიდი ბრიტანეთი, სადაც თითქმის ბოლომდეა მისული ეს პროცესი, არის ევროკავშირი, სადაც EPP-იმ დააინიცირა ეს საკითხი, არის კანადა, ავსტრალია და ასე შემდეგ. ანუ რუსული კანონი მოედო მთელ ცივილიზებულ სამყაროს. რა თქმა უნდა, ჩემს ამ განცხადებაში არის ძალიან დიდი ირონია. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რამხელა ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში და რომელიც იქნა მიღებული პირველი მოსმენით. რა თქმა უნდა, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და ამას ემსახურება ნებისმიერი ამ კანონის ინიცირება ნებისმიერ სახელმწიფოსა თუ ევროკავშირში. ბუნებრივია, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სუვერენიტეტზე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასეთი ზომა არის გამართლებული. თუმცა, საქართველოში კანონი არ იქნა მიღებული, მაგრამ ამ კანონპროექტმა გააკეთა იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა. რეალურად, ამ კანონპროექტმა თავისი ინიცირებით შეძლო საქართველოში სუვერენიტეტის გამყარება. ეს ძალიან მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×