რეზონანსი
21.03.2023

ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი და რით აქვს ფული ნაშოვნი. ეს იყო ბიზნესის რეკეტი. ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კერძო სტრუქტურიდან საქართველოში ბიზნესს ძარცვავდა. ასევე, ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვით, მილიონები იშოვა ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, "კეზერაშვილი დღეს უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ კაცს უზრუნველყოფილი აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში".

"რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი, რეკეტითა და ძარცვით ნაშოვნი. როცა მას უწევს ხუთი მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, ეს არის მინიმალური სასჯელი, რაც შეიძლება, მას დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩადენილი აქვს თავის დროზე. რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია. მაშინ, ნებისმიერ დროში, ნებისმიერი ადამიანი თავის ტელევიზიას შექმნის. ეს კაცი სისხლიანი, ნაძარცვი ფულით მოქმედებს და ამას სჭირდება ქართული საზოგადოებისგან სათანადო პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×