რეზონანსი
17.03.2023

ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო „რუსული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათვლილია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის თქმით, მსოფლიომ პუტინი დამნაშავედ ოფიციალურად გამოაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, ფაქტობრივად, ჩაკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი და თუ ის დააპირებს ამას, მას დააკავებენ. ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება და ის, როგორც დამნაშავე მსოფლიომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო "რუსული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათლილია და საქართველოს ისტორიის და მსოფლიო ისტორიის წინაშე თქვენ იქნებით თავმოჭრილები, შერცხვენილები როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გაგრძელება საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია, ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის ის არსებობს როგორც ტერორისტი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×