რეზონანსი
17.03.2023

ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ბრეთის შესასვლელთან მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, დაშავებულები კი ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული პირების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ერთ-ერთი მათგანი “გორმედის” ქსელის, ქარელის საავადმყოფოშია მოთავსებული:

“რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია ერთი ადამიანია გარდაცვლილი შემთხვევის ადგილზე, რაც შეეხება დაშავებულს, 31 წლის მამაკაცია ჩვენთან შემოყვანილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, მიმდინარეობს დაკვირვება და ვარაუდობთ, რომ ხვალ გავწერთ. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია“ – ამბობენ “გორმედში”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×