რეზონანსი
17.03.2023

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

ერდოღანმა თურქეთის პარლამენტს მიმართა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება მოახდინოს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი 14 მაისს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება.

„მჯერა, ფინეთის გაწევრიანებით ნატო გაძლიერდება და ამით აქტიურ როლს ითამაშებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მოლაპარაკებებს განაგრძობს შვედეთთან.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე. როგორ წარიმართება პროცესი, პირდაპირ იქნება დაკავშირებული შვედეთის კონკრეტულ ნაბიჯებთან", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×