რეზონანსი
17.03.2023

დიდ დი­ღომ­ში, გა­სულ ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის­თვის, 12 წლის ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტე მე­ზობ­ლებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა იო­ა­ნე პეტ­რი­წის 12 ნო­მერ­თან მდე­ბა­რე ბნელ და გან­მარ­ტო­ე­ბულ ად­გი­ლას იპო­ვეს.

გო­გო­ნას მო­ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი უბა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ნა­პოვ­ნი მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

ანას ბა­ბუ­ის, მა­ნუ­ჩარ დვა­ლის თქმით. ბავ­შვი სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის დე­ი­დაშ­ვილ­თან ერ­თად სა­თა­მა­შოდ გა­ვი­და სკვერ­ში. მას შემ­დეგ, რაც მშობ­ლე­ბი შვილ­თან მო­ბი­ლუ­რით და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ, და­ი­წყეს მისი მო­ძებ­ნა.

აღე­ნიშ­ნე­ბო­და თუ არა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არას­რულ­წლო­ვანს?

ამ კი­თხვა­ზე ამ დრომ­დე ორი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის ბე­ბია და ბა­ბუა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ანა მოკ­ლუ­ლია.

„ბავ­შვი სა­თა­მა­შოდ იყო გა­სუ­ლი და გა­უ­ჩი­ნარ­და. შუ­ა­ღა­მეს ვნა­ხეთ „გა­რა­ჟებ­თან", გა­გუ­დუ­ლი, ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი ჰქონ­და... იქვე ნა­ღე­ბი­ნე­ბი იყო, სა­ხე­ზე კი მიწა ჰქონ­და. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვი იმ მი­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას?! ან რა­ტომ ჰქონ­და ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი? ყვე­ლა­ფე­რი უნდა დად­გინ­დეს! რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა?!" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია ambebi.ge - სთან.

„მოკ­ლუ­ლია, აბა, ჯან­მრთელ ბავ­შვს რა და­ე­მარ­თე­ბო­და. ავად­მყო­ფი არ იყო და არა­ფე­რი....სა­თა­მა­შოდ გა­ვი­და, დე­ი­დაშ­ვილ­თან, სა­დღაც 9 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში რომ არ ამო­ვი­და, და­ი­წყეს რეკ­ვა, რომ არ უპა­სუ­ხა, ძებ­ნა და­ი­წყეს. გახ­და 10, 11 სა­ა­თი... მეც გა­მა­გე­ბი­ნეს, აგერ ვცხოვ­რობ, მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში. ამა­სო­ბა­ში თქვეს იპო­ვე­სო, მაგ­რამ აღარ იყო ჩემი ანუშ­კი... ვე­ღა­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. ბავ­შვს თან ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ნა­პოვ­ნი არ არის, გა­მორ­თუ­ლია, რომ ვრე­კავთ. ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით, და­ად­გე­ნენ იმე­დია ყვე­ლა­ფერს..." - თქვა მა­ნუ­ჩარ დვალ­მა.

ვრცელ­დე­ბო­და ინფრ­მა­ცია, რომ და­კარ­გუ­ლი იყო ბავ­შვის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მაგ­რამ ambebi.ge -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­ლე­ფო­ნი ნივთმტკი­ცე­ბად ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე ამო­ი­ღეს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­ფო­ნი იქვე ეგდო, სა­დაც ბავ­შვი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ზო­გი­ერ­თი ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზი­სას, ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ანას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კვე­ბი­თი ას­ფიქ­სია გახ­და. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვი საკ­ვებს მი­ირ­თმევ­და, გა­დას­ცდა და გა­ი­გუ­და.

რას აცხა­დე­ბენ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში?

ბი­უ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში 12 წლის მო­ზარ­დის გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს"ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა.

„ამ­ჟა­მად, აღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ნი­მუ­შე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის­თვის. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად უკვე მთლი­ა­ნად შე­ჯამ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი და გა­ი­ცე­მა დას­კვნა. რო­გორც კი ყვე­ლა კვლე­ვა დას­რულ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა, ეც­ნო­ბე­ბა დამ­ნიშ­ნავს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში.

ამას­თან, ცხე­და­რი უკვე სახ­ლშია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახ­მა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გო­გო­ნას გაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

„ჩემს დის­შვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვე­თო­თო, გა­გიჟ­და, ბავ­შვი არ გა­მიკ­ვე­თო­თო, პა­ნი­კა­შია. საღ-სა­ლა­მა­თი ბავ­შვი გა­გუ­დუ­ლი ვნა­ხეთ ბუჩ­ქებ­ში და დას­კვნა მარ­ტი­ვია - ვი­ღა­ცის ძა­ლა­დო­ბა. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვე­მარ­თა. და­ვი­ღუ­პეთ," - თქვა მა­ნუ­ჩარ დვალ­მა.

მას შემ­დეგ, რაც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა და ამას სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

ახლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით აწარ­მო­ებს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×