რეზონანსი
17.03.2023

ჩვენ არა ცალ ფეხ­ზე, არა მო­ნე­ბად, არა­მედ თა­ვა­წე­უ­ლებ­მა ჩვე­ნი ღირ­სე­ბით უნდა ვი­ა­როთ, -ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 12 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას მიჰ­ყვე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, ხოლო ამ ყვე­ლა­ფერ­ში ოპო­ზი­ცია არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

„ჩვენ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. რო­დე­საც მო­წო­დე­ბე­ბია სან­ქცი­ებ­თან მი­ერ­თე­ბა­ზე, ომში ჩარ­თვა­ზე, თქვენ მო­ი­ძი­ეთ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბე­ბით უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბია. დღე­საც ეს მო­წო­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ოთ და ნა­ხოთ ამ გან­ცხა­დე­ბებს ვინ აკე­თებს. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია გვინ­და, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ვდგამთ კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ღირ­სე­ბა, იდენ­ტო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. შე­იძ­ლე­ბა თქვენ გაქვთ სურ­ვი­ლი ცალ ფეხ­ზე იდ­გეთ, ეს თქვე­ნი ნე­ბაა, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ასე იმოქ­მე­დოთ, მაგ­რამ მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ამა­ყად ევ­რო­პა­ში გვინ­და ვი­ა­როთ. ჩვე­ნი გუნ­დის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა და სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუს, თქვენ იცით, რომ 12 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამის სა­პირ­წო­ნე, თურ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ფი­ლა, რაც ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია და ამაზ­რზე­ნია. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იკ­ვე­ბოს და მას არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბა. ჩვენ 12- პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას მივ­ყვე­ბით, კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ და დიდი ნა­წი­ლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცია ამ ყვე­ლა­ფერ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს, თა­ვი­დან­ვე ამის ილუ­ზია არც მქონ­და, რომ ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ, ეს არის ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ჩვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის, ქვე­ყა­ნას აქამ­დე ეს სტა­ტუ­სი უნდა მი­ე­ღო. იმ ქვეყ­ნებს შო­რის, ვინც რე­ა­ლუ­რად იმ­სა­ხუ­რებ­და გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით და გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, ეს სა­ქარ­თვე­ლო იყო", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, „მო­ნო­ბა არა­ვის მი­მართ არ ვარ­გა, არც რუ­სე­ბის, არც ევ­რო­პე­ლე­ბის და არც ამე­რი­კე­ლე­ბის მი­მართ".

„შენ უნდა იყო, შენი ქვეყ­ნის და შენი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი. შენი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი უნდა გა­ა­ტა­რო. ვი­ღა­ცა შე­იძ­ლე­ბა ამა­ყობს იმით, რომ რო­მე­ლი­ღაც ქვეყ­ნის აგენ­ტია, ამა­ზე სა­უ­ბა­რი იყო, გა­მო­დი­ოდ­ნენ და პირ­და­პირ სა­უბ­რობ­დნენ ამა­ზე, შე­იძ­ლე­ბა სა­ა­მა­ყო იყო­სო, რო­მე­ლი­ღა­ცა ქვეყ­ნის აგენ­ტო­ბა. ჩემ­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, მე უნდა ვიყო ჩემი ქვეყ­ნის და ჩემი ხალ­ხის აგენ­ტი, ჩემი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა გა­ვა­ტა­რო. ამი­ტომ ეს არის ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გვე­უბ­ნე­ბი­ან ევ­რო­პა, ჩემ­ზე უკე­თე­სად არ მგო­ნია იცო­დეს რა არის ევ­რო­პა, რა არის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი ევ­რო­პა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ევ­რო­პის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ქა­ლაქ­ში და ვიცი, რას ნიშ­ნავს ეს ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. რო­დე­საც შენ ( მა­გა­ლი­თის­თვის მომ­ყავს) გე­უბ­ნე­ბი­ან სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა 12 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, - კი ბა­ტო­ნო. შე­იძ­ლე­ბა არ ეთან­ხმე­ბო­დე, რომ სტა­ტუ­სი არ მო­მე­ცი, იმი­ტომ, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა მარ­თლა იმ­სა­ხუ­რებ­და სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას. სა­ჭი­როა ეს 12 პუნ­ქტი, მოვ­დი­ვარ, მოგ­ყვე­ბი და ვა­კე­თებ, მაგ­რამ ვი­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი გა­მო­დი­ან და ამ სტა­ტუსს სა­პირ­წო­ნედ კრი­მი­ნა­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ეს ნორ­მა­ლუ­რია? მგო­ნია, რომ ჩვენ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ამა­ყებ­მა, თა­ვა­წე­უ­ლებ­მა, ვი­საც აქვს იმის სურ­ვი­ლი ცალ ფეხ­ზე იდ­გეს და გა­აგ­რძე­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ნო­ბა, ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია.

და რა­ტომ არ უნდა ვი­ა­რო ევ­რო­პა­ში?! რა თქმა უნდა, ყვე­ლამ უნდა ვი­ა­როთ. ჩვენ არა ცალ ფეხ­ზე, არა მო­ნე­ბად, არა­მედ თა­ვა­წე­უ­ლებ­მა ჩვე­ნი ღირ­სე­ბით უნდა ვი­ა­როთ, ჩვენ ვართ ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც დღეს ევ­რო­პა­ში მოღ­ვა­წე­ობს. კვა­რა­ცხე­ლი­ას ქვეყ­ნი­დან წა­მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა ცალ ფეხ­ზე არ უნდა ია­როს, ამაყ­მა, თა­ვა­წე­ულ­მა, ღირ­სე­ბით უნდა ია­როს. ეს არის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×