რეზონანსი
17.03.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ვერ ბედავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

იონათამიშვილის თქმით, მათ წინასწარ იციან, რომ სტრასბურგის სასამართლო „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ გაასამართლებს.

„ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის ე.წ უფლებადამცველები არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. ამით აღიარებენ, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მათი მთელი კამპანია სიყალბე და ფალსიფიკაციაა. შესაბამისად, ცხადია, ადამიანი როდესაც ცდილობ, ასე უტიფრად თქვა ტყუილები და მისი ტირაჟირება მოახდინო, საბოლოო ჯამში, ასე მწარედ ამთავრებ. დღეს ისინი იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ, როგორც ამას იმუქრებოდნენ, ვინაიდან არ გააჩნიათ ამისი საფუძველი. წინასწარ იციან, რომ სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ გაასამართლებს „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს", - განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×