რეზონანსი
17.03.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

„17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×