რეზონანსი
17.03.2023

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან.

„არ მინდა, რაღაც პარტიულ დისკუსიებში შევიდე, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ცხადია, მათ აქვთ დაპირისპირება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს, ეს ადამიანები წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი პასუხი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×