რეზონანსი
17.03.2023

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი პარტია „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები არიან.

ის არ დაეთანხმა კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტის შეფასებას, თითქოს „ქართული ოცნების" წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ.

„ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს, თქვენ ხართ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი", - განაცხადა კალა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×