რეზონანსი
15.03.2023

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე" დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგური ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ეტაპზეა.

„ბოლო სტადიაზეა, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ. დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციაში გადაიგზავნება. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ", -განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე" მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე" არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×