რეზონანსი
15.03.2023

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 აპრილისთვის აქციის დაანონსებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„უახლოეს პერიოდში ერთი დიდი აქცია მართლაც უნდა გაიმართოს. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ასეთი აქციის 9 აპრილისათვის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შემიძლია, მათაც გავუგო - სხვებიც ხომ დასწრებაზე არიან.

„აგენტების" კანონის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში რაღაც იცვლება და ეს ოპოზიციის ქცევასაც უნდა დაეტყოს", - წერს რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×