რეზონანსი
15.03.2023

მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მწერალ დათო ტურაშვილს მიმართა, რომელმაც პირადად მას და მოძრაობის სხვა წევრებს პრორუსები უწოდა: 

"დათო ტურაშვილს მინდა მივმართო, მე-17 თუ მე-18 სართულზე რომ ზის, ცოტა უნდა დაფიქრდე, რას ამბობ... ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი, რა, ვინ არის რუსი?!

მე, რომ მომიწოდებ, რომ რუსი ხარო, შენ ზიხარ ისეთ ტელევიზიაში, რომელიც ანწუხელიძის სისხლს ამოფარებული ნაძირლების ნაშოვნი ფულით არის შექმნილი. კეზერასვილის ფულით. რომ იძახი აღიარეთო, რა არის აქ საღიარებელი? ან ვინ დაინახე, რომელმა ჩვენმა კოლეგამ თქვა, რომ ევროპა ან ევროკავშირი არ გვინდა?

ჩადი ერთი შვეიციარიაში და იქ არის ჩემი დატოვებული საქმე. მე მარტო ფეხბურთელი კი არა ელჩი ვიყავი. და მილანში არ ჩადიოდი? დღეს რომ ხარ დალხინებული ხვიჩა კვარაცხელიაზე, ასე იყო კახა კალაძეც. გუშინ ხვიჩა კვარაცხელიასაც აგინებდა თქვენი ტელევიზიიდან შენი კოლეგა სანაია. თორნიკე შენგელიასაც ლანძღავდით. ცოტა დაფიქრდით ვის ელაპარაკებით" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, დათო ტურაშვილი "ფორმულას" გადაცემა "მე-17 სართულის" ერთ-ერთი თანაწამყვანია.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×