რეზონანსი
15.03.2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე ისაუბრა:

„ვუთხარით, მიდით, აბა, გამოაქვეყნეთ, ვინ საიდან ფინანსდება-თქო. თქვენ ნახეთ რამდენიმე სიუჟეტი, როდესაც ჰკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გამოაქვეყნეთ, თქვით, საიდან ფინანსდებითო, უპასუხა, არა, მე არ მაქვს ამის ვალდებულებაო. ხედავთ? ესე იგი, რაღაც დასამალი აქვს და რატომ უნდა ჰქონდეს დასამალი არასამთავრობო სექტორს, საიდან ფინანსდება?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პირდაპირი სამხედრო აგრესიის გარდა, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, არსებობს ე.წ რბილი ძალა, რომელიც სამხედრო ანექსიას კი არ ახორციელებს, არამედ მოქმედებს შესაბამისი ორგანიზაციების დაფინანსებით.

ამასთან, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ რბილი ძალა სწორედ ასე მოქმედებს და საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ იცოდეს, საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორი.

„ჩვენ ხომ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართო და გამოაქვეყნონ ახლა, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო სექტორი კარგს თუ აკეთებს, ამასაც შეაქებს საზოგადოება და ძალიან კარგია, ხოლო თუ არასწორად იქცევა, ესეც საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა გადაცემაში "თვალთახედვა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×