რეზონანსი
11.03.2023

დღეს ის არასწორი პრაქტიკა რაც გვაქვს, რომ წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი „თავდაცვის კოდექსით" შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტების მხრიდან.

„ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესიც, დავუტოვეთ ჩვენს სტუდენტებს იმის საშუალებაც, რომ სწავლის პერიოდში, მოქნილი სისტემის საშუალებით, წელიწადში ერთი თვით, არდადეგების პერიოდში გაიარონ და მოხადონ სავალდებულო სამსახური. მეტიც, უმაღლესი განათლება თუ აქვს ახალგაზრდას და უმაღლესი განათლების პერიოდში არ ისარგებლა ნებაყოფლობით იმ პროგრამით, რასაც ვთავაზობთ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ასევე ვთავაზობთ კიდევ უფრო მოქნილ პროგრამას. პროგრამით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ისარგებლოს, ჩაირიცხოს რეზერვში, ამავდროულად, შევუქმნით კომფორტულ პირობებს, რომ არ დაზიანდეს მისი საქმიანობა და არ მიიღოს სხვა ფინანსური ზიანი. ჩვენ კი არ დავიხიეთ უკან, არამედ შევქმენით ისეთი პირობები, რომ ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მოთხოვნა გვექნება ჩვენ სტუდენტების მხრიდან, ვიდრე ამას ყოველწლიურად მოვემსახურებით. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×