რეზონანსი
11.03.2023

სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტი აკრძალა. აკრძალვა მოიცავს ალუმინისა და ფოლადის პროდუქციას, როგორიც არის ალუმინის კონტეინერები და ფოლადის მილები.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, შეზღუდოს მოსკოვის შესაძლებლობა, დააფინანსოს ომის უკრაინაში.

„უკრაინას შეუძლია და მან უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. ჩვენ ვაგრძელეთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევწყვიტოთ ან შევზღუდოთ შემოსავალი, რომელიც გამოყენებულია უკრაინაში, პუტინის უკანონო და ბარბაროსული ინტერვენციის დასაფინანსებლად", - ნათქვამია კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის განცხადებაში.

კანადამ დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებულ ქმედებებს მიმართა. კანადას უკრაინაში ინტერვენციის გამო დაწესებული აქვს სანქციები 1 600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. ამასთან, კანადამ კიევს ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით 3,6 მილიარდი დოლარი გამოუყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×