რეზონანსი
11.03.2023

„ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­მარ­თავს და ურ­ჩევს თვა­ლი გა­უს­წო­როს იმ რე­ა­ლო­ბას, რომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით არ დგე­ბა.

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით, აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპრე­ზი­დენ­ტის კო­მენ­ტა­რებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

„შენ გა­დარ­ჩე­ბი, თუ თვალს გა­უს­წო­რებ იმ რე­ა­ლო­ბას, რომ შენი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ხალ­ხი ქუ­ჩა­ში არ დგე­ბა და შენ ვერ იქ­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა. ასე­ვე თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო იმ რე­ა­ლო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 პრო­ცენ­ტის მხარ­და­ჭე­რა არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა არ გი­ჭერს მხარს.

2003 წელს გა­მო­გი­ვი­და სწო­რედ იმი­ტომ, რომ კრე­ა­ტი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა შენს მხა­რეს იყო - 2008 წლი­დან ნელ­ნე­ლა, ხოლო ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მთლი­ა­ნად - ამ ხალ­ხს და მათ­თვის მი­სა­ღებ ში­ნა­არსს შენ ზურ­გი აქ­ციე, ხოლო ის ხალ­ხი, ვინც მხარს გი­ჭერს და მიშა მი­შას გა­ი­ძა­ხის, იდე­ე­ბის­გან და ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლი­ლია, შენს კერპზეა აგე­ბუ­ლი და ისი­ნი ვერ გახ­დე­ბი­ან ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტო­რი, ზომ­ბე­ბი არი­ან.

ასე­ვე თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო (და ჩემი აზ­რით ია­მა­ყო) იმ ფაქტს, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ თა­ვი­სი ფუნ­ქცია მარ­თა­ლია ნა­წი­ლობ­რივ, მაგ­რამ მა­ინც შე­ას­რუ­ლა და სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ა­ფარ­თო­ვა, გა­ი­ზარ­და თა­ო­ბა რო­მე­ლიც ქრთა­მის გა­რე­შე მოხ­ვდა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ამას ინ­ტერ­ნეტ რე­ვო­ლუ­ცი­აც და­ერ­თო - ეს ხალ­ხი თა­ნა­მედ­რო­ვე, ჩემ­ნა­ი­რი ხალ­ხია - მე ეს ხალ­ხი ვნა­ხე, გა­ვი­ცა­ნი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი - გა­უ­გე­ბა­რია ამ ხალ­ხის­თვის ჯვარს რა­ტომ უქ­ნევ, უცხო­ე­ლებს რა­ტომ ერჩი, უმ­ცი­რე­სო­ბებს, რომ­ლებ­საც ორ­კე­ბი ურტყა­მენ - მხარს ცალ­სა­ხად რა­ტომ არ უჭერ, ვერ გა­ი­გეს რა სა­პა­სუ­ხო თავ­გან­წირ­ვას სთხოვ, რა სა­ჯი­შე ბი­ჭებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბი, სხვა ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ანი­მე­ებ­ზე, ჰარი პო­ტერ­ზე და მარ­ველ­ზე გა­ი­ზარ­დნენ - შენ მათი ენა არ გეს­მის. არ ეს­მით და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს რომ ედ­რე­ბი წა­რა­მა­რა ეს რას ნიშ­ნავს - გა­გიჟ­დი, მა­ნია გრან­დი­ო­ზა გჭირს, თუ რა ხდე­ბა.

მე ად­რეც გე­უბ­ნე­ბო­დი და ახ­ლაც გი­მე­ო­რებ, რომ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა გინ­და, ეს ხალ­ხი უნდა გა­იც­ნო, რომ გა­იც­ნობ მიხ­ვდე­ბი, რომ ამ ხალ­ხის­თვის კერ­პე­ბი გა­უ­გე­ბა­რია და წარ­სულს აკუთ­ვნებს შენს მო­ნო­ლო­გებს, სა­დაც მათ ამად­ლი რომ ქვე­ყა­ნა აა­შე­ნე, მათ­თვის თავი გა­წი­რე, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ხარ და ისი­ნი არ გი­ფა­სე­ბენ - ვერ ხვდე­ბი­ან რას ითხოვ, იცი­ან რომ ის­ტო­რი­ულ გმი­რებს ის­ტო­რია აფა­სებს და არა თვი­თონ, არც იმ გმი­რებ­ზე წა­უ­კი­თხავთ, რომ­ლე­ბიც სა­პა­სუ­ხო თავ­გან­წირ­ვას ითხო­ვენ ასე­თი და­ჟი­ნე­ბით. შენ ხომ ამ ხალ­ხთან რე­ა­ლუ­რად კონ­ტაქ­ტი 2004 წლის შემ­დეგ აღარ გქო­ნია? - ჯერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბაბლმა მოგ­წყვი­ტა, შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ­მა ილუ­ზი­ებ­მა და ემიგ­რა­ცი­ამ" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×