რეზონანსი
11.03.2023

საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს, 8 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:45 საათზე, 42 და 51 წლის კაცებმა საცხოვრებელი სახლის კარები გატეხეს და შიგნით უკანონოდ შეაღწიეს.

პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთში საცხოვრებელ ბინაშივე აიყვანა. როგორც ცნობილია, თავად სახლის მეპატრონე იმ დროისთვის ქალაქში არ იმყოფებოდა.

ბერძნული მედია წერს, რომ ახლა ხელისუფლება იძიებს მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები ქურდების სხვა მსგავს საქმეებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×