რეზონანსი
10.03.2023

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა:

„ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების პროტესტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა რამდენიმე გარემოება: გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბატონ პრემიერს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახდეპის მრჩეველი და გუშინვე ჩანიშნული იყო კავკასიის რეგიონში მრჩევლის (ზუსტად არ მახსოვს თანამდებობა) შეხვედრა პრემიერთან... როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკურია ხელისუფლებას, რომელიც - მეტი რომ არ ვთქვათ - ისეთ ანგარიშს უწევს აშშ-ს, რომ 180 გრადუსით შეცვალა პოზიცია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში, ვუძახოთ პრორუსული? ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს და აზრიც არა აქვს მათთან კამათს - პარანოიდალურად გამჯდარი ლოგოსტერეოტიპი აქვთ - ღარიბაშვილმა პანჩური რომ ამოარტყას რამე სამიტზე სერგეი ლავროვს (პუტინთან აბა პანჩურის ამორტყმის მანძილზე ვიღას უშვებენ - ძალიან გრძელი ფეხი სჭირდება!), მაინც ამას იტყვის! რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა, ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით", - წერს დავით გადელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×