რეზონანსი
10.03.2023

ჰოლანდიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებს. ასევე ავრცელებს წერილსაც, სადაც არახამია თავს წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე ქართველად და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.

არახამია აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტ დეტალსაც იტყვის თანამებრძოლებთან ერთად. ის აღნიშნავს, რომ ეს თითქოს სპონტანური გადაწყვეტილებაა , თუმცა წერილის შინაარსი სულ სხვაგვარად გამოიყურება.

მას წარმოდგენილი აქვს კონკრეტული გეგმები, როგორ ხედავს პოლიტიკაში საკუთარ აქტივობას. არახამია კონკრეტულ პროექტებზეც საუბრობს. ის ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციით" დაწყებულ საქმეს.

„ქრონიკა" შეეცადა პირადად დაკავშირებოდა დავით არახამიას, რათა დაუსვას შეკითხვები საქართველოში პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×