რეზონანსი
10.03.2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის" გვერდზე წერს.

„ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან.

საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×