რეზონანსი
10.03.2023

ექიმ ლევან მეტრეველის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დაშავებული კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" იმყოფებოდა, სადაც მას ჭრილობები დაუმუშავეს და მედიკამენტები დაუნიშნეს.

„7 მარტს, აქციაზე დაშავდა ადამიანი, რომელსაც თვალის დაზიანება და სახის არეში ჭრილობები აქვს. ამ ადამიანს, ზაზა ბიღიაშვილს მივაგენით, რუსთავის გზატკეცილზე ცხოვრობს და "თბილსერვის ჯგუფის" მძღოლია. როგორც თვითონ ჰყვება, აქციაზე მას სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით შეუტია. წყლის ძალამ ის შემოატრიალა, რა დროსაც სპეცრაზმის მხრიდან გასროლის ხმა გაიგონა და რაღაც მოხვდა თვალში. ეს ადამიანი სახლში მოვინახულე და გავსინჯე. ის უკვე იმყოფებოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში", სადაც თვალის ჭრილობა დაუმუშავეს. ასევე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს და დაუნიშნეს მედიკამენტები. მას უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმის გამო, მხედველობას ვერ აღუდგენენ", - განაცხადა ექიმმა ლევან მეტრეველმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×