რეზონანსი
10.03.2023

ვერ გეტყვით საერთოდ ვინ იყო, გამოკითხულია და იდენტიფიცირებულია თუ არა, მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არ მოუწოდებიათ, არაფერი არ უთქვამთ, უბრალოდ გამომკითხეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის აქციაზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოჰკითხეს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, მას ადამიანი მიუგზავნეს, რომელსაც პრეტენზია იმაზე ჰქონდა, თუ რატომ იმყოფებოდა მიტინგზე.

„პრაქტიკულად ბევრი გამოსაკითხიც არაფერი იყო იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება და სუს-ის აგენტ-პროვოკატორი პირაპირ ეთერში იყო მოსული და ჩანდა კიდევაც, რაც ხდებოდა. მიუხედავად ამისა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. ფაქტია, რომ შუა მიტინგზე გამოაგზავნეს ადამიანი, რომელსაც სახელი და გვარის მეტი ჩემთვის არაფერი უკითხავს და ერთადერთი პრეტენზია იყო ის, რომ თუ რატომ ვიმყოფებოდით მიტინგზე.

ასეთი სუს-ის აგენტ-პროვოკატორებით და „ნასედკებით" ვერც ოპოზიციას და ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც ჩვენს საზოგადოებას ვერ შეაშინებენ, ეს არის რუსული ხელწერა და რუსული არაფერი აღარ გაუვა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×