რეზონანსი
10.03.2023

ჟურნალისტი ნათია ბერიძე საქართველოში აგორებულ პროტესტს ეხმიანება და იმ ხალხს მიმართავს, ვინც აქციებზე დგას:

„რევოლიცია არ შედგება, არც დამხობა და არც ხელისუფლების ცვლილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, არც ერთს იდეოლოგია არ გააჩნია! 

ეკითხები, რა ნაწილში აპროტესტებ კანონს, რომელი მუხლი ან პუნქტია ანტისახელმწიფოებრივი, რუსული ან ანტიქართული?! არც ერთმა არ იცის! კითხვაზე პასუხი არ აქვთ. მაშინვე გინებაზე გადმოდიან და აგრესიულები ხდებიან. 

როცა იბრძვი აუცილებელია იდეოლოგია გაგაჩნდეს, რომელიც მუხტს მოგცემს. რომ გაგაღვიძონ უნდა შეგეძოლოს უთხრა რისთვის იბრძვი, ოღონდ „იი პუტინისტებო, ლუსეთის მონებოთი“ კი არა, არგუმენტებით, დასაბუთებულად. ჩვენც ვიბრძოდით თავის დროზე, რეჟიმის წინააღმდეგ, ოღონდ ჩვენ  ზუსტად ვიცოდოთ რა გვინდოდა, რა არ მოგვწონდა, რას ვებრძოდით. ვერასოდეს, ვერც ერთი მომიტინგე ახალგაზრდისგან დაუსაბუთებელ ფრაზას  ან ბრალდებას ვერ მოისმენდით. ახლა მხოლოდ ფეისბუქზე ბოღმის ნთხევა, გინება, „დაჰაჰავება”, „დატირება” იციან. ნერვებს ვერ თოკავენ, ვერ მიყვებიან გეგმას იმიტომ, რომ არ აქვთ. იდეა, აი, რა არის მთავარი. არგუმეტირებული იდეა! 

ჩვენ გვქონდა იდეა! ვიცოდოთ, ვიბრძოდით, მოვიგეთ! 

თქვენ არ იცით, შესაბამისად, ვერ იბძვით და ვერც გაიმარჯვებთ! 

ტყუილად ხარჯავთ იმ დროს, რასაც ახლა წიგნის კითხვაში უნდა ატარებდეთ, რომ ოდესმე ჭკუით  და ცოდნით მაინც შეძლოთ რამეს მიაღწიოთ“, - დაწერა ნათია ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×