რეზონანსი
10.03.2023

გიორგი კალანდიას მთავრობის მხარდაჭერისა და კოლაბორაციონიზმის ბრალდებით კაფე “გალაკტიონში” არ უშვებენ. შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირაკლი კაკაბაძე აქვეყნებს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მიმართა კაფის ადმინისტრაციას, რომ მათთან სტუმრად მიჰყავდა ტურისტული ჯგუფი და ისტორიკოსი გიიორგი კალანდია. პასუხი კი ასეთი აღმოჩნდა:

“სიამოვნებით გიმასპინძლდებით, რომ არა ჩვენი მკაცრი სამოქალაქო პოზიცია და პრინციპები. კალანდიას მსგავს კოლაბორაციონისტებს არ ვემსახურებით. მეგობრები მწერენ და სხვა პერსონებიც აინტერესებთ, ვის არ ვესალმებით და არ ვუშვებთ ჩვენს პატარა საქართველოში -“გალაკტიონში “. სია ვრცელია, ნელა-ნელა ყველას გაგაცნობთ. აიღეთ მაგალითი, ვინც ქვეყანას ღალატობს, ყველამ უნდა იგრძნოს უხერხულობა”, – წერს ირაკლი კაკაბაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×