რეზონანსი
09.03.2023

მთავრობის პოზიცია ბოლო დროს სულ უფრო მეტად არ იყო ნათელი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დააზიანა თუ არა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ასე შორს წაწევამ საქართველოს პოზიცია და სტატუსი ევროკავშირთან მიმართებაში, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "პირიქით".

"ყველამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაა "ქართული ოცნება", ამიტომ ყველაფრის იმპლემენტაცია შეუძლიათ, რისი ინიციატივითაც გამოდიან და არავის შეუძლია შეწინააღმდეგება, პრეზიდენტის ვეტოსაც კი.

რაც ამან აჩვენა, არის ის, რომ როდესაც საზოგადოება რამის გარშემო გაერთიანებულია, შეუძლია თუნდაც პარლამენტის უმრავლესობის დამარცხება და ეს არის მნიშვნელოვანი.

ამიტომ, ვფიქრობ, ამან ჩვენი შანსები გაზარდა, რადგან ძალიან ეფექტიანად აჩვენა, სად დგას ქართული საზოგადოება, რასაც ბევრ შემთხვევაში აქამდეც აჩვენებდა, რომ პრო-ევროპულია. ყველა გამოკითხვა ევროკავშირის მხარდაჭერის 80%-ს აჩვენებს და ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს სურთ წასვლა, სწავლა. ამიტომ ძალიან ნათელია, სად დგას მოსახლეობა.

მთავრობის პოზიცია კი სულ უფრო მეტად არ იყო ნათელი ბოლო დროს, რადგან მათ შეიტანეს ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური პროცესი კონსტიტუციაში, გამოაცხადეს, რომ 2024 წელს უნდა შევიტანოთ კანდიდატობის განაცხადი - ეს ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე და უეცრად ისინი საპირისპირო მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ამიტომ მათი პოზიცია არ არის ნათელი, საქართველოს პოზიცია კი ძალიან ნათელია", - თქვა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×