რეზონანსი
09.03.2023

ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, მომავალი კვირის დასაწყისშივე მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და სამართლებრივად გაფორმდეს ხალხის ნება.

„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ამ დღეებში რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად ხალხის ნება, არა რუსულ კანონს. მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე პრეზიდენტის ს პოზიცია ვიცით, ვაფასებთ ამ პოზიციას და ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე, მომავალი კვირის დასაწყისშივე მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, ყველაფერი მოესწრება, კომიტეტიც, ბიუროც, სხდომაც და დაიდება დოკუმენტი, რითაც გაფორმდება თქვენი მოთხოვნა", - განაცხადა პარლამენტთან აქციაზე ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×