რეზონანსი
09.03.2023

როგორც ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, გილოცავთ! გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ახლა ყველანი ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი

ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ვიდრე წერტილი არ დაესმება ყველაფერს, ფხიზლად იყონ.

„გილოცავთ! გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს მოხდა გუშინ და გუშინ წინ. ახლა ყველანი ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი. ესენი გადამგდები არიან, არ არიან სიტყვის ხალხი. გუშინ, მათ დასაჯეს საქართველოს ახალგაზრდობა, რადგან მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა. დარწმუნდნენ, რომ თურმე, სამშობლოს სიყვარული ძალიან ძლიერი ყოფილა, რომელიც მათთვის ცოტათი გაუგებარია.

ეს კანონი უკვე რომ ყოფილიყო მიღებული, დღეს ყველა ჩვენგანის სახლში, შეეძლოთ მოსულიყვნენ და დავეპატიმრებინეთ.

საქართველოს დიდი უმრავლესობა საზღვარგარეთ არის წასული, იმისათვის, რომ იმუშაონ და იქიდან თანხა გადმოურიცხონ საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომაც, ამათ თვალში თქვენ იქნებოდით აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ ამაზე უარი ვათქმევინეთ, მაგრამ სანამ წერტილი არ დაესმება ამ ყველაფერს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყოველთვის უნდა გამოვიდეთ, როცა საჭირო იქნება და გავაპროტესტოთ.

მინდა, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ, საქართველო ვისია. ვისია საქართველო? - ჩვენი!", - განაცხადა ბურჭულაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×