რეზონანსი
09.03.2023

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა ახლახან დასრულდა, მამუკა მდინარაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული ორივე კანონპროექტი გაიწვიეს, რადგან, მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი წითელი ხაზი ახალგაზრდების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

„დილით არ გვქონდა საშუალება, რომ უშუალო კომუნიკაცია გვქონოდა ერთმანეთთან, ამიტომ მიდის ახლა უმრავლესობის სხდომა, ჩვენ გვქონდა დისტანციური ურთიერთობა, მაგრამ ახლა შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს, ისე როგორც დილით, ზეპირი კომუნიკაციის დროს მიღებულ გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე იზიარებს მას.

მთავარი ამოსავალი წერტილი რაც იყო ამ გადაწყვეტილების საფუძვლად არის ის, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირველი რიგის ამოცანა დავისახეთ და გვერდზე გადავდეთ ყველაფერი, ეს იყო მთავარი წითელი ხაზი, რის გამოც ჩვენ არ გავრისკეთ და არ დავდეთ არცერთი ახალგაზრდის სიცოცხლე სასწორზე,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, საზოგადოებას, პროცედურულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გააცნობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×