რეზონანსი
09.03.2023

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 5.2 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4-პროცენტიანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×