რეზონანსი
09.03.2023

ხალხს უნდა ევროპული მომავალი, ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილა გუშინდელ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ახლა მიდის რუსული პროპაგანდა, ეს პარტია, ის პარტია. ბოდიში, მაგრამ ყველა პარტია ამ ხალხს ჰკიდია ფეხებზე, საკუთარი სამშობლოს გარდა. უნდათ ევროპული მომავალი, ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. იცავენ საკუთარ მომავალს, ევროპულს. არ უნდათ, ანწუხელიძის მკვლელებს ფეხებში შეუგორდნენ. პოლიტიკოსები ვართ მხოლოდ ინსტრუმენტები ამ ადამიანების ხელში. ყველაფერზე პასუხისმგებელი არის „რუსული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა. ასევე ის „78 გავრილოვი", რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე", - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×