რეზონანსი
09.03.2023

გუშინ გიორგი ვაშაძის განცხადებები უპასუხისმგებლო იყო, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე გიორგი ვაშაძის განცხადებები უპასუხისმგებლო იყო.

„ძალიან პრიმიტიული თამაში იყო. მათ შორის, უკვე ცნობილი იყო იმ მომენტისთვის, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა ხუთშაბათს. უნდოდა, მიეწერა თავის თავისთვის, რომ რაღაც პიკეტირება მოაწყო და სხდომა ჩაშალა. სინამდვილეში, მთელი ეს ამბავი იყო ის, რომ გამოეყენებინა ხალხის მუხტი თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, რამაც ბუნებრივია, რისკის ქვეშ დააყენა ბევრი ახალგაზრდა და ჩვენ დავინახეთ, რომ პროტესტი პარლამენტს იქით როცა გაგრძელდა, ბევრად უფრო გულწრფელი და ემოციური იყო, ვიდრე ის, რასაც ვაშაძე და რამდენიმე პოლიტიკოსი აკეთებდა უშუალოდ პარლამენტთან. ასე რომ, მიუხედავად ორგანიზატორების ნაწილის მცდელობებისა, ეს მიტინგი ჩაშლილიყო და უშედეგოდ დასრულებულიყო, საბედნიეროდ, ახალგაზრდების ამ ემოციამ თავისი შედეგი იქონია", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მიკროფონთან დგას და მოწოდებებს აკეთებს და ეს ყოველთვის უნდა იყოს გააზრებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×