რეზონანსი
08.03.2023

მწერალი ლაშა ბუღაძის თქმით, თუ კი ვინმე დღეს საქართველოს საფრთხეს უქმნის, ეს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი "ბანდაა".

„ჩვენი ადგილი და ჩვენი დრო არის ევროპის დრო! ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ ცივილიზაციასთან ერთად და არა რუსეთთან ერთად! პუტინის ადგილი ისტორიულ სამარეშია, რომელიც მალე ნაგავად გადაიქცევა. ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის წარსულში და ჩვენი ადგილი არის მომავალში, სადაც საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი იქნება. ჩვენ აქ მხოლოდ ევროპას კი არ ვიცავთ, ევროპა თავადაც მშვენივრად დაიცავს თავის თავს, ჩვენ სინამდვილეში საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვიცავთ, რომლის გარანტია არის დასავლეთი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას და მომავალს ზურგს უმაგრებს. ამიტომაც, ჩვენ მომავალში ვართ, ისინი კი წარსულში არიან. პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელიც აბსოლუტურ სიყალბეშია ჩაძირული, ტყუილებისა და სიცრუის გარდა არაფერს ავრცელებს, მთლიანად რაღაცნაირად დაჰიპნოზებულები არიან, ცდილობენ პროპაგანდით დააჰიპნოზონ ხალხი, ამათი სიყალბე არ გაჭრის. ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტება არის ჩვენი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილს კი სურვილი აქვს, რომ აგონიურ მდგომარეობაში დაგვტოვოს, წაგების პროცესში შესულ რუსეთთან, მარტო დასავლეთის გარეშე და მათი პროპაგანდა პირიქით ხალხს ასაზრდოებს, რომ თითქოს და ივანიშვილი ლავირებს დასავლეთს და რუსეთს შორის, ეს არის სიცრუე. სინამდვილეში, თუ კი ვინმე დღეს საქართველოს საფრთხეს უქმნის, ეს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდაა. საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა გადარჩენილია უკვე ევროპულ ცივილიზაციასთან ერთად. უკრაინა იმარჯვებს და საქართველოც მასთან ერთად იმარჯვებს!", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×